Wednesday, December 23, 2009

კლასის ალბომი

  1. პროექტის სახელი: კლასის ალბომი

  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები თვითონ შექმნიან კლასის ალბომს, შეიმუშავებენ გეგმას თუ რა რუბრიკებისაგან შედგება იგი და მოიძიებენ მასალას.

  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ალბომის საკუთარ გვერდს. კლასი დაყოფილია ხუთ ჯგუფად:

    1. ჯგუფი შეაგროვებს მასალას _საინტერესო ამბების სამყაროში. ეწვევიან სკოლის ბიბლიოთეკას, მოიძიებენ მასალას ჟურნალებიდან და გაზეთებიდან.

    2. ჯგუფი_გადამფრენი ფრინველები. ენციკლოპედიიდან, ი. გოგებაშვილის `საგანძურიდან~ ამოკრებენ მასალას.

    3. ჯგუფი_რებუსები. თვითონ შეადგენენ რებუსებს (ამის გამოცდილება აქვთ)

    4. ჯგუფი_საქართველოს ტყის ცხოველები.ეწვევიან ზოოპარკს, გააკეთებენ ჩანახატებს, გადაიღებენ სურათებს.

    5. ჯგუფი_ჩემი სკოლა. მოაგროვებენ მასალას სკოლის ისტორიაზე, (ეს მასალა არსებობს ბიბლიოთეკაში) გაეცნობიან სკოლის ვებ-გვერდს, გადაიღებენ სურათებს და მოათავსებენ ალბომში.

  4. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი, III კლასი

  5. ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში შეარჩევენ მოძიებულ მასალას და იმუშავებენ ალბომზე. გამოიყებებენ კლასში არსებულ ლიტერატურას. კონსულტაციას გამართავენ ბუნების პედაგოგთან.

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები საკუთარი ძალებით შეადგენენ ალბომს.

  8. სარგებელი სხვებისთვის: ალბომის პრეზენტაციაზე მოვიწვევთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. მათ ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ალბომი და გაიზიარონ გამოცდილება.

  9. სამუშაო ენა: ქართული

  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გამოიყენებენ ბუნების და ქართულის სახელმძღვანელოებს, ენციკლოპედიას, ინტერნეტს. განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები:წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის.

  11. პროექტის ფასილიტატორი: მანანა კავთუაშვილი

  12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mkavtuashvili@gmail.com

  13. პროექტის ვებ_გვერდი: http://mkavtuashvili.blogspot.com/