პროექტის სახელი: კლასის ალბომი
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები თვითონ შექმნიან კლასის ალბომს, შეიმუშავებენ გეგმას თუ რა რუბრიკებისაგან შედგება იგი და მოიძიებენ მასალას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ალბომის საკუთარ გვერდს. კლასი დაყოფილია ხუთ ჯგუფად:
ჯგუფი შეაგროვებს მასალას _საინტერესო ამბების სამყაროში. ეწვევიან სკოლის ბიბლიოთეკას, მოიძიებენ მასალას ჟურნალებიდან და გაზეთებიდან.
ჯგუფი_გადამფრენი ფრინველები. ენციკლოპედიიდან, ი. გოგებაშვილის `საგანძურიდან~ ამოკრებენ მასალას.
ჯგუფი_რებუსები. თვითონ შეადგენენ რებუსებს (ამის გამოცდილება აქვთ)
ჯგუფი_საქართველოს ტყის ცხოველები.ეწვევიან ზოოპარკს, გააკეთებენ ჩანახატებს, გადაიღებენ სურათებს.
ჯგუფი_ჩემი სკოლა. მოაგროვებენ მასალას სკოლის ისტორიაზე, (ეს მასალა არსებობს ბიბლიოთეკაში) გაეცნობიან სკოლის ვებ-გვერდს, გადაიღებენ სურათებს და მოათავსებენ ალბომში.
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი, III კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში შეარჩევენ მოძიებულ მასალას და იმუშავებენ ალბომზე. გამოიყებებენ კლასში არსებულ ლიტერატურას. კონსულტაციას გამართავენ ბუნების პედაგოგთან.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები საკუთარი ძალებით შეადგენენ ალბომს.
სარგებელი სხვებისთვის: ალბომის პრეზენტაციაზე მოვიწვევთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. მათ ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ალბომი და გაიზიარონ გამოცდილება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გამოიყენებენ ბუნების და ქართულის სახელმძღვანელოებს, ენციკლოპედიას, ინტერნეტს. განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები:წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის.
პროექტის ფასილიტატორი: მანანა კავთუაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mkavtuashvili@gmail.com
პროექტის ვებ_გვერდი: http://mkavtuashvili.blogspot.com/